ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში

12:31, 29.11.2025

გურჯაანში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების პირველ დღეს მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარდგნენ. ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი სოლისტები, ანსამბლები, გუნდები და ორკესტრი მიიღებს. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელია მაესტრო ნიკა ნიკვაშვილია. 

მსგავსი