თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება. მისი თქმით, ბრალდებას მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს და საქმე პოლიტიკურია.
პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.