ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

„თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება. 17 მილიონამდე დოლარის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე  აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ისინი შეფარდებული გირაოსა და ქვეყნის დატოვების შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათი მხრიდანაც გასაჩივრდება თუ არა საქალაქოს გადაწყვეტილება, ეს ამ დრომდე უცნობია. პროკურატურა თითოეული ბრალდებულისთვის მილიონლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, აღკვთის ღონისძიების სახით, 700-ათასლარიანი გირაო შეეფარდათ და ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აეკრძალათ.

„მოამბე“ დღეს საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს ესაუბრა – ხათუნა გაგნიძე დეტალებით.