პარტია „ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს სასამართლო ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს. კახა კოჟორიძისა და ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ამის მიზანი „ლელოს“ ლიდერების აქტიური პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებაა.
პარტია უახლოეს დღეებში სასამართლოს წერილობით მიმართავს იმის დასადგენად, არის თუ არა სასმართლო პრაქტიკაში სხვა საქმე, რომელიც ასეთი სწრაფი ტემპით განხილულა.