ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ამ დროისთვის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი იკითხება. მას ეკითხებიან „სამგორი ემსა“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემულ სესხთან დაკავშირებით.
როგორც მოწმე ხათუნა ლობჟანიძემ განაცხადა, გადაწყვეტილება სესხის გაცემაზე მიიღო კოლეგიალურმა ორგანომ, მან კი ფორმალიზება გაუკეთა, რაც გაწერილი იყო იმ დროისთვის მოქმედი ნორმებით. ასევე, დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდის“ წარმომადგენლების დაკითხვა.