ხანძარი რუსეთის ნავთობბაზაზე

ხანძარია რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზაზე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით ღამის 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.

ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.