ხალხური სიმღერის გაკვეთილები - გაგა აბაშიძის გაკვეთილი / გურული სიმღერა სისონა დარჩიაზე

#აყევიპირველს

სიმღერის ტექსტი:

სისონაი დარჩიაი ნაქებია ბიჭობაში,
მივიდა და ძმა იტირა, არ შეშინდა იმდონ ჯარში,
ცალ ხელში თოფი ეჭირა, ცრემლი მოასხმიდა თვალში,
შენ მკვდარი და მე ცოცხალი, რაფერ გევიარო ხალში?!

ერთი ვინმე ვაჟბატონი მარჯვეა ღალატობაზე, ოცდათორმეტი სტრაჟნიკი მან დამახვედრა ბოგაზე, ვისკუპე და ქე გადავხტი დიდ ბოგიდან სუფსის წყალზე, უკაცრავად კი ვარ, მარა პრისტავს გადავახტი თავზე.

ერთი-ორი გევისროლე დადეშქელიანის ხმაზე,
მოღალატე და პრისტავი მივაკალი რიყის ქვაზე,
სხვები ცხვრებივით გარბოდენ, ზოგი წინ და ზოგიც განზე.
აბა რა ვქნა, რას მერჩიან, რომ მებრძვიან მართლის თქმაზე.

მე რომ ვეფერი დამაკლენ, ჩემს მეზობლებს დახდენ გზაში,
უმოწყალოდ დეესიენ, კონდახები ურტყეს თავში,
გევიქეცი, დავაყარე ვინც პირველი შემხვდა ხელში,
შვიდი უსულოდ დავაგდე, სხვები შიშით შეხტენ ტყეში.

თოფი ხელში იმიზა მაქ, რომ გავჟლიტო ხალხის მტერი.
ტყეში ვსახლობ მარტოდ-მარტო, დარდისაგან ხშირად ვმღერი.
ხალხი მიყვარს, მათ გულისთვის ღამეს ვათევ თოვლში, წყალში,
რომ მოვკვდები ვინცხა მაინც, დამაფასებს მომავალში.

ხალხური სიმღერის გაკვეთილები

დატოვე კომენტარი