ხალხური სიმღერის გაკვეთილები – ეკა ტალახაძის გაკვეთილი / გურული სიმღერა – „დიდი ხნიდან გაგიცანი“
სტუმარი: ეკა ტალახაძე – საქართველოს რადიოს დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა „პიკის საათის“ პროდიუსერი
სიმღერის ტექსტი:
დიდი ხნიდან გაგიცანი, ღვთისგან ნუ მოგეცეს ავი.
შესამჩნევი ლალაზი ხარ, თავყელი გაქვს მეტად კარგი.
მე იმ მშობელს ვენაცვალე, რომელმაც რო გშობა მაი.
რამ გაგზარდა ასე ტურფა, ჩემდა გულის მოსაკლავი.