ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ჭოხონელიძეების ოჯახი - „ტურფავ, ტურფავ“

#აყევიპირველს

ხალხური სიმღერის გაკვეთილები

სიმღერის ტექსტი

ტურფავ , ტურფავ

რას მემდური,

მოაცურე ჩემსკენ ნავი,

ერთად დავსხდეთ და ვუცქიროთ,

როგორ არხევს ზღვას ნიავი.

 

ნურას ფიქრობ ჩემზე ავსა,

გულს მხურვალედ ჩამეკარი,

თუ, რომ შენს თავს ანდობ ზღვასა,

მე რითღა ვარ უნდობარი.

 

მაგრამ გულიც ხომ ზღვა არის,

ხან ღელავს და ხან მშვიდდება,

და ძვირფასი მარგალიტი,

ამაშიაც იმალება.

 

ახ ნეტავი, მე ზღვა ვიყო,

და შენ,  ზღვაში მოცურავე,

გადაგიშლი ამ ჩემს მკლავებს

მოდექი და იცურავე.