საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს. დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ დაცული იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ოფისმა სააკაშვილთან დაკავშირებით სამაგალითო სამუშაო შეასრულა.