კანიე უესტის კონცერტი 
დღეს „დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი იმართება. გრანდიოზული შოუ 21:00 საათზე დაიწყება, კარი კი 16:00 საათზე გაიხსნება. „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა იზღუდება. ქუჩების ნაწილი უკვე გადაკეტილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, 13:00 საათიდან მეტრო „წერეთლიდან“ ცაბაძის ქუჩამდე სრულად ჩაიკეტა წერეთლის გამზირი. შეზღუდვა ღამის 02:00 საათამდე იქნება ძალაში. კონცერტის სტუმრებისთვის მეტრო და ათზე მეტი ავტობუსის მარშრუტი მუშაობას ორი საათით, ანუ ღამის 02:00-მდე ახანგრძლივებენ. 
დეტალებით თათია კუჭუხიძე გვიერთდება.