კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „საგურამოს კამერატა“
კამერული მუსიკის საღამოები საგურამოში – ისტორიული ადგილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების თავშეყრის ადგილად იქცევა. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი ათწლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალს, „საგურამოს კამერატას“ უმასპინძლებს. საფესტივალო პროგრამა ძირითადად ქართულ კამერულ ინსტრუმენტულ მუსიკას მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს არაერთი ცნობილი უცხოელი მუსიკოსი ეწვევა.