ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებას თბილისში ეხმაურებიან. განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლოა, მორიგი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყოს. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პასუხი უნდა აგოს.