კიევი და მოსკოვი ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ზელენსკიმ მომხდარს „მასობრივი განადგურების გარემოსდაცვითი ბომბი“ უწოდა, რუსულმა მხარემ კი უკრაინის „დივერსიული აქტი“. მოსკოვი დაადანაშაულა ბრიტანეთში აშშ-ის ელჩმაც.
შეგახსენებთ, აფეთქება უკრაინაში გუშინ მოხდა. შედეგად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 70-მდე სახლი, ხიდი და 23 უბანი დაიტბორა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 40.000 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. ამ დრომდე დაკარგულია შვიდი პირი. უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის განცხადებით, საფრთხე ემუქრება ასევე ზაპორიჟიეს ელექტროსადგურს.