კახა კალაძე - მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს
თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა საახალწლო ღონისძიებები და აქცია ერთდროულად ჩატარდეს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ სურს, პარლამენტთან მოხდეს დაპირისპირება. მისი თქმით, ამის გაკონტროლება რთული იქნება.
სახალხო დამცველი კი მოუწოდებს თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.
განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა.