საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა გაუღოს კარი რუს ოლიგარქებს, თუმცა არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ. „ყველა რუსისთვის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“,– განაცხადა ესპანეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გარკვეული ზომები რუსებისთვის ვიზების აკრძალვასთან დაკავშირებით, ზოგი კი მის მხარდაჭერას არ აპირებს.