„ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს“, – ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და ეს გადაწყვეტილება უნდა შეასრულონ. ამასთან, ბორელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები მუშაობს და სერიოზულად აზარალებს რუსეთის ეკონომიკას. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ.