ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომელიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. მათ ასევე განიხილეს უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ოლაფ შოლცი შტატებში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ლიდერებს ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაუმართავთ.