აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა გლობალური თანამშრომლობის სიძლიერეს რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ და აღნიშნა, რომ პუტინმა მთელი ევროპის ნატო-ში გაწევრიანების წახალისება მოახდინა.