1945 წელს, ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში მოსკოვის „დინამომ“ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონმა ტურნეს ფარგლებში ოთხი შეხვედრა ადგილობრივ გუნდებთან ჩაატარა. საბჭოთა ხელისუფლებისგან აშკარად მართული „დინამოს“ ტურნემ დიდ ბრიტანეთში და ზოგადად, დასავლურ სამყაროში ანტისაბჭოთა განწყობები უფრო გააძლიერა. საინტერესოა ისიც რომ ამ საფეხბურთო მატჩებს ბრიტანულ პრესაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა და არა ერთი სტატია თუ ესე მიეძღვნა. მათ შორის იყო ჯორჯ ორუელის ცნობილი ესე „სპორტული სული“, რომელიც ფეხბურთს პოლიტიკურ ასპექტში განიხილავდა.
#ტაიმაუტი