ჯონ კირბის განცხადება

„რიტორიკა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, სრულიად უპასუხისმგებლოა ბირთვული სახელმწიფოსთვის,“ – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განაცხადა. ჯონ კირბიმ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს და ბოლომდე დაიცავს საკუთარ სახელმწიფოსა და პარტნიორებს. სპიკერმა ასევე ისაუბრა რუსი მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების საკითხზე და აღნიშნა, რომ აშშ არ არის მომხრე, ვიზებზე შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეს დაუწესდეს.