ჯო ბაიდენის განცხადება

ჯო ბაიდენის მეორე განმარტება საკუთარ განცხადებაზე. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვარშავაში ნათქვამი მისი სიტყვები იყო მორალური აღშფოთება და არა მოწოდება რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ გამოიყენებს პუტინი მის განცხადებას ესკალაციის საბაბად, ბაიდენმა უპასუხა, რომ „არ აინტერესებს, რას ფიქრობს ის. ის გააკეთებს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს“.