ჯო ბაიდენის განცხადება

ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა და განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ჯო ბაიდენის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის განცხადებები, თითქოს ამერიკას ევროპაში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი გააჩნია. ეს ბრალდებები მოსკოვის მხრიდან არის იმის მკაფიო მინიშნება, რომ ის განიხილავს ორივე ტიპის იარაღის გამოყენების საკითხს. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან ამერიკის წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდეს.