ჯო ბაიდენის განცხადება

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი დიქტატორი უწოდა. წმინდა პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საუბრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში არსებულ ვითარებას შეეხო და პრეზიდენტი პუტინი მოიხსენია როგორც „მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი, რომელმაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამორალური ომი წამოიწყო.“

ერთი დღით ადრე კი ჯო ბაიდენმა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა, რასაც კრემლიდან პასუხი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის შეფასებით, სრულიად მიუღებელი, შეუსაბამო და უპატიებელია ბაიდენის მხრიდან მსგავსი განცხადებები იმ ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც ბირთვული ბომბი ჩამოაგდო დამარცხებულ ქვეყანაში. პესკოვმა განმარტა, რომ იგულისხმა ჰიროსიმა და ნაგასაკი.