ორიათასიანი წლების პოპულარული ბრიტანული ჯგუფი ქართულ სცენაზე – 4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, მაყურებლის წინაშე ჯგუფი „ბლუ“ წარდგება. თითქმის ორსაათიან კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები „ბოი ბენდის“ ბოლო მეექვსე სტუდიური ალბომიდან. ასევე ყველა ის ჰიტი, რომელთა საშუალებითაც ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კონცერტის კულმინაცია მსოფლიო ლეგენდის – ელტონ ჯონის ცნობილი კომპოზიცია იქნება.