ჯემალ ჭკუასელს 18 მაისს 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მის მშობლიურ მხარეში, გურიაში, „ერისიონის“ სოლო კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ხვალ კულტურის ისტორიის მუზეუმში ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება და ის ივლისში ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გადაინაცვლებს. 30 მაისს კი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში „ერისიონის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი ჩატარდება.
დასკვნით კონცერტზე წარადგენენ ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით გამოცემულ უნიკალურ აუდიოარქივს, რომელიც 80-იანი წლებიდან დღემდე შესრულებულ ქართული სასიმღერო ხელოვნების 100-მდე საუკეთესო ნიმუშს მოიცავს.
ჯემალ ჭკუასელი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ანსამბლ „ერისიონს“. მან თავისი ცხოვრება და საქმიანობა ქართული ფოლკლორის დაცვასა და განვითარებას მიუძღვნა.