ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
 ჭიათურის მაღაროების დახურვის გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით მოლაპარაკები გაგრძელდება – ასეთი შეთანხმება იქნა მიღწეული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და თავად კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე 60%-იან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა შეთავაზება, რომ დასაქმებულებს იანვრის ხელფასის 60 პროცენტი დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეს, რაც პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით მოხდება. ინიციატივა ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს და მის აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მოკლე პერიოდში დაიგეგმება ჯგუფის წევრების ჭიათურაში გამგზავრება ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით.