ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რომელში შემავალი ექიმებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს სხვადასხვა პროფილის კვლევებს ჩაუტარებენ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რაც შეეხება მედიკამენტებს, მიხეილ სარჯველაძე ექიმებსა და დარგის სპეციალისტებს მოუწოდებს, გაეცნონ აღნიშნული პრეპარატების შესახებ რეალურ მონაცემებს და პაციენტების მშობლებსა და მთლიანად, საზოგადოებაში არასწორი მოლოდინები არ შექმნან.

შეგახსენებთ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები თვეებია, მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით აქციებს მართავენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, სახელმწიფო გადაწყვეტილებას მედიკამენტების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობის გათვალისწინებით მიიღებს. მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტების ნაწილს კი, მისი თქმით, ევროპის წამლების მარეგულირებლის ავტორიზაცია არ გააჩნია.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადება