იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგის განხორციელებისკენ მოუწოდებს. უწყების განცხადებით, საზოგადებას სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ექსპრეზიდენტის შესახებ.
გარდა ამისა, სამინისტროში განმარტავენ, რომ თხოვნით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების ჯგუფი გამოყოს. სამინისტრო თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველსაც მიმართავს.