იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს ახლაც იღებს და ამას მტკიცებულებები ამყარებს. რატი ბრეგაძის თქმით, ვრცელდება არაერთი ტყუილი, თუმცა ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.
მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლამდე კუჭის ოპერაცია გაიკეთა. ბრეგაძის თქმით, ეს მისი პერსონალური ინფორმაციაა და ამის შესახებ ვერ ისაუბრებს.