იუსტიციის მინისტრი რეკომენდაციით გამოდის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჩატარდეს. რატი ბრეგაძემ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იყოს დაცული.
მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის განცხადება გაიხსენა, რომლის მიხედვით, სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დანაშაულებრივი პროვოკაცია მოაწყოს.