ევროვიზიის ქართველი მონაწილეები პორტუგალიაში გასამგზავრებლად ემზადებიან.
ლისაბონში კონკურსანტები პირველად უნდა შეხვდნენ იმ 42 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მაისში საერთაშორისო კონკურსზე მათთან ერთად წარდგებიან. ვიზიტის დროს ჯგუფ „ირიაოს“ რამდენიმე ვიდეო-რგოლს გადაუღებენ, დაგეგმილია შეხვედრები ფესტივალის წარმომადგენლებთანაც.
საკონკურსო სიმღერა, რომლითაც ჯგუფი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, უკვე შერჩეულია, თუმცა ევროფესტივალის წესების გამო ის ჯერ საიდუმლოდ რჩება.