ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მინისტრის თქმით, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა. მანამდე ირანელი ოფიციალური პირები უარყოფდნენ, რომ რუსეთს ის შეიარაღება გადასცეს, რომელიც მოგვიანებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენა.