უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება. ამის შესახებ მან ჰოლანდიურ ტელეარხ „ნიუსურთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს. გამარჯვება კი, ტერიტორიების დაბრუნებას ნიშნავს. თუმცა, როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ამას მხოლოდ სამხედრო გზით ვერ შეძლებენ.