აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს იმ ფონზე, როდესაც ისინი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის დაპყრობას გეგმავენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დღემდე, რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის „დენაციფიკაციაა“.
როგორია დღეს ძალთა ბალანსი ფრონტის ხაზზე – „მოამბის“ შეკითხვებს სამხედრო მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, „ჯეო ქეისის“ მკვლევარმა, ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა.