საქართველოს პრეზიდენტმა MSNBC-თან ინტერვიუში რუსეთის აგრესიაზე და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სოლიდარობა და მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ სხვადასხვა მიმართულებით არის გამოხატული. მისივე თქმით, რუსეთი არ ცვლის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის სტრატეგიასა და სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს დასავლური სამყაროს მობილიზება. საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პოზიცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით უცვლელია.