ინტერვიუ რადას დეპუტატთან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, დაძაბულობა მოვხსნათ და მივაღწიოთ უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა საქართველოს მხრიდან იღებს, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ სიგნალები და ქმედებები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ახორციელებს, არის იმ პოზიციების სარკისებური ასახვა, რომელსაც უკრაინა 2008 წელს ავლენდა, როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში იყო.