კრემლის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოს და უკრაინას შორის ოფიციალურ დონეზე ურთიერთობა დაიძაბა. ელჩის გაწვევის შემდეგ უკრაინის დაზვერვამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოს გავლით სამხედრო დანიშნულების კონტრაბანდის ორგანიზებაზე გააკეთა განცხადება, საგარეო უწყებამ კი საპირისპიროს მტკიცებულებები მოითხოვა. ოფიციალურმა თბილისმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და უკრაინული მხარისგან ასევე მტკიცებულებები მოითხოვა. საკითხი ჩვენთან პოლიტიკური განცხადებების და განხილვის თემა გახდა. ამ თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ უპასუხა.