ინტერვიუ გიორგი ანთაძესთან

ომის 56-ე დღეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. კრემლმა შეტევის მეორე ფაზა დაიწყო. საოკუპაციო ძალების ძირითადი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთშია კონცენტრირებული. ოფიციალური კიევი ბრძოლის შეწყვეტას არ გეგმავს და მოკავშირეებს მეტი და უფრო ძლიერი შეიარაღების დროულ მიწოდებას სთხოვს.

როგორ აფასებენ სპეციალისტები არსებულ ვითარებას და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში, – თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს ანალიტიკური ცენტრის, „ჯეო ქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ უპასუხა.