ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სამი კვირის წინ ჰქონდა მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში ფანებთან გამოსამშვიდობებელი კონცერტი. მუსიკის კრიტიკოსების შეფასებით, ოსბორნი გამორჩეული მუსიკოსი იყო – გამორჩეული ვოკალით, მისტიკური ელემენტების შემოტანით ბენდისა თუ სოლო კარიერაში.