ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ 13 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. ისინი ბათუმისა და ლანჩხუთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან მოთავსებულები. ადვოკატები კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ, რადგან, მათი თქმით, უცნობია ბრალთან დაკავშირებით დაკავებულების პოზიცია. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ბრალის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი ოზურგეთში დღეს გაიმართება.
შსს-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, დაკავებულის ახლობლები განყოფილებასთან შეიკრიბნენ და პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ.