გემზე, რომელსაც მეკობრეები დაესხნენ თავს, ქართველები არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიაწოდა. მანამდე კი რუსული მედია ავრცელებდა ცნობას, რომ ბორტზე ორი ქართველი იმყოფებოდა. შემთხვევა გვინეის ყურეში, ბენინის სანაპიროსთან 2 იანვარს მოხდა. მეკობრეებმა რუსეთის ექვსი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს.
“დოიჩე ველე” იუწყება, რომ ბორტზე დარჩენილ მეზღვაურებს შორის დაშავებულები არ არის. “მარინ ტრაფიკის” ოფიციალური ვებგვერდი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გემი ჯერ კიდევ ბენინის სანაპიროსთან იმყოფება.