„ილიაობა“ – სახალხო დღესასწაული ყვარელში
ყვარელში დღეს ილიაობას ზეიმობენ – ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახლ-მუზეუმში დილიდან დაიწყო. სადღესასწაულო განწყობა მასპინძლებმა კახური კულინარიული მასტერკლასებით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენითა და სხვადასხვა აქტივობებით შექმნეს. სახალხო დღესასწაულის კულმინაცია კი „ქართული ხმების“ კონცერტი იყო.