ილია II-ის ხსოვნის საღამო
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს. თბილისის სიმფონიური ორკესტრის, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელისა და ანსამბლ „ერისიონის“ ერთობლივი პროგრამა მრავალფეროვანი და ემოციური იქნება. შესრულდება ილია მეორის მიერ შექმნილი და მისი საყვარელი ნაწარმოებები, ასევე „მოწყალეო უფალო იესო,“ რომელიც მაესტრო ვახტანგ კახიძემ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დაწერა. კონცერტის კულმინაცია კი მრავალჟამიერი იქნება.