სპორტულ კლუბ “განთიადში” აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ილია ბაბუციძის სახელობის ძიუდოს ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრება დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. საპრიზო ადგილებისთვის 2003–2008 წელს დაბადებული 350-მდე სპორტსმენი ჭიდაობს.
ტურნირი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მესამედ ტარდება.