„იეზიდური იდენტობის ფერები“ – ღონისძიება თბილისში

18:30, 26.09.2026

იეზიდური კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის წარმოჩენას მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში გაიმართა. „იეზიდური იდენტობის ფერები“ — ამ სახელწოდების ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო იეზიდური ტრადიციული სამოსი და ატრიბუტიკა, ფოტოგამოფენა და სახვითი ხელოვნების ნამუშევრები.
სტუმრებისთვის მოეწყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, პოეზიის კითხვა და თეატრალიზებული პერფორმანსი, რომლებშიც მონაწილეებმა საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების მიზანი იეზიდური კულტურის პოპულარიზაცია, მისი ტრადიციების წარმოჩენა და იეზიდური იდენტობის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

მსგავსი