იენს სტოლტენბერგის ინტერვიუ

იენს სტოლტენბერგის აზრით, მადრიდში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი ისტორიული იქნება, რადგან მასში მონაწილეობას იმ 30 მოკავშირე ქვეყნის ლიდერი მიიღებს, რომლებიც ასეთი კრიზისის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ შეკრებილან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ესპანურ გამოცემასთან ისაუბრა. სტოლტენბერგის აზრით, ლიდერების ერთობლივი გამოჩენა მსოფლიოსთვის მძლავრი სიგნალი იქნება. მისი ინფორმაციით, სამიტზე ლიდერები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციაზე შეთანხმდებიან. ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება და უკრაინელების გადასაწყვეტია, ამ მოლაპარაკებებზე რა იქნება მათთვის მისაღები და რა არა.