უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებას აღწევენ და ათავისუფლებენ რუსების მიერ ოკუპირებულ პატარა ქალაქებსა და სოფლებს, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსულ ჯარებს, რომლებსაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, სუსტი ხელმძღვანელობა ჰყავთ და ცუდად არიან აღჭურვილები.