გურჯაანის ბანაკმა უკრაინელ მოზარდებს უმასპინძლა

 გურჯაანის ბანაკმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით, უკრაინელ მოზარდებს უმასპინძლა. ბანაკის საზეიმო გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუსიკო სკოლის 46 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები ახაშენში 22 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით დარჩებიან და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათთვის ასევე დაგეგმილია ექსკურსიები თბილისში, ბოდბესა და სიღნაღში.