Guns N’ Roses-ის კონცერტი
Guns N’ Roses-ის კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა. შეკვეთილში, „ციცინათელას პარკის“ ტერიტორიაზე მოწყობილია საფესტივალო ქალაქი. ამ ადგილამდე სტუმრები მანქანით მისვლას ვერ შეძლებენ. მათთვის ოთხი საპარკინგე სივრცეა მოწყობილი.
თბილისის მხრიდან მომავალი ვიზიტორები „ბლექ სი არენას“ სამი პარკინგით ისარგებლებენ, ხოლო ბათუმის მხრიდან მომავალი მაყურებლები ავტომობილებს „ციცინათელას“ გვერდით გააჩერებენ. „ბლექ სი არენას“ პარკინგთან მოწყობილი იქნება სპეციალური გაჩერება ავტობუსებისთვის, რომლებიც სტუმრებს საფესტივალო ქალაქთან მიიყვანენ. 21:00 საათიდან სცენას ლეგენდარული როკ-შემსრულებლები დაიკავებენ.